დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ლექვინაძემ საპარლამენტო კომიტეტში ანგარიში წარადგინა - დეტალები

ირაკლი ლექვინაძემ საპარლამენტო კომიტეტში ანგარიში წარადგინა - დეტალები

30-03-2023 18:03:48

2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში  შემოსულია 192 განაცხადი, საქმის შესწავლა დაიწყო 118 საქმეზე, ხოლო 109 საკითხთან დაკავშირებით საკითხი  დასრულებულია, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა. 
 
შემოსული საქმეების შესწავლის შედეგად, დარღვევის დადასტურდა 5 შემთხვევაში (16 საქმეზე), 2 ფაქტთან დაკავშირებით არ დადასტურდა. პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა 28 შემთხვევაში (49 საქმეზე), საიდანაც 6-თან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვაჭრეებმა საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეუსაბამეს კანონს და მომხმარებელთა უფლებები აღადგინეს.
 
„კანონის მიღების შემდეგ კონკურენციის სააგენტოში ფუნქციონირებს დეპარტამენტი, ცხელი ხაზი, მიღებულია კანონქვემდებარე დოკუმენტები. თბილისში და რეგიონებში მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც მომხმარებლებთან და სფეროს ექსპერტებთან, ასევე ბიზნეს სექტორთან. აქტიური კოორდინაცია გვაქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ სხვა უწყებებთან და რეგულატორებთან, რადგან ეფექტიანად უზრუნველყოთ უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი.

ინფორმირების და თემის აქტუალიზაციის მიზნით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თბილისში გასული წლის ნოემბერში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

მიმდინარე წლის მარტში კი მომხმარებელთა კვირეული აღინიშნა“, - განაცხადა საკომიტეტო შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე განმარტებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1-ელ ივნისს, სააგენტოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტმა დაიწყო მუშაობა, რომლის ფარგლებში, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს - ლიეტუვის და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი უწევს.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

საკომიტეტო მოსმენას საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ. 
 
საკომიტეტო მოსმენაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა კანონის ძალაში შესვლიდან დღემდე - მიღებულ შედეგებზე, მიმდინარე და დასრულებულ ქეისებზე, აღსრულების მექანიზმებზე, განხორციელებულ აქტივობებზე და არსებულ გამოწვევებზე. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები