დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ქარქაშაძე:  საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას

ირაკლი ქარქაშაძე: საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას

31-05-2024 12:13:00

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია China Southern-მა ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში 4-დან 7-მდე გაზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება დაყოველდღიური პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას და საქართველოს ავიაბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდას.

,,მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანიასთან ჩვენი შეხვედრიდან ზუსტად 1 თვის შემდეგ China Southern-ი თბილისიდან ფრენის სიხშირეებს ზრდის და ამას რა თქმა უნდა ხელი, ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ შეუწყო. ყოველდღიური ფრენები და უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალიტურისტული ნაკადების მოზიდვასა და ჩვენს ბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდაში. ჩვენიშემდეგი ამოცანაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ფრენების არეალი ჩინეთის სხვა ქალაქებიდან და პირველ რიგში, ერთმანეთთან დედაქალაქები დავაკავშიროთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

China southern airlines-მა იანვარ-აპრილის პერიოდში ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით 45 რეისიშეასრულა და 10,087  მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის 11 სექტემბრიდან საქართველოს მთავრობამ ჩინეთისმოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. 2024 წლის 28 მაისიდან კი ჩინეთში საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. უვიზო მიმოსვლის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ღამით თბილისიდან ურუმჩიში ავიაკომპანია China Southern-მა პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.

უახლესი

14 წუთის წინ

22 წუთის წინ

43 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები