დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„იონას საფუტკრე“ თბილისში პირველ მაღაზიას გახსნის

„იონას საფუტკრე“ თბილისში პირველ მაღაზიას გახსნის

03-10-2024 12:00:00

კომპანია „იონას საფუტკრე“, რომელიც თაფლსა და ფუტკრის პროდუქტებს აწარმოებს და უკვე 6 წელია ბაზარზე ოპერირებს, თბილისში ოქტომბერში პირველ მაღაზიას გახსნის.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი იონათამაშვილმა განუცხადა, მაღაზიის გახსნა „იონას საფუტკრის“ პროდუქციაზე გაჩენილმა მოთხოვნამ განაპირობა.

„6 წელია ვოპერირებთ ბაზარზე და თაფლთან ერთად, ფუტკრის 25 პროდუქტს ვაწარმოებთ. ასევე გვაქვს ტრადიციული ჩურჩხელა, გოზინაყი, ჯემები და მურაბები“, - ამბობს გიორგი იონათამიშვილი.

„იონას საფუტკრე“ დაახლოებით 150 სკას ფლობს. კომპანიას აქვს ორი საფუტკრე, ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო მეორე, დუშეთის რაიონში სოფელ ახატანში.

„წელს 6 ტონა თაფლის მოსავალს ველოდებით. გვაქვს 5 სახეობის თაფლი, ყვავილის მტვერი, ჭეო, დინდგელი, ფუტკრის რძე და ა.შ .ამ დრომდე „იონას საფუტკრის“ პროდუქცია არაბრენდირებულ მაღაზიებსა და ონლაინ იყო ხელმისაწვდომი“, - ამბობს მეწარმე.

როგორც „იონას საფუტკრეს“ მფლობელი ამბობს, ადგილობრივ ბაზარზე ფუტკრის პროდუქტებისთვის განკუთვნილი სივრცე ცარიელია. ამიტომ პოზიციების გამყარებას, ჯერ ამ მიმართულებით გეგმავენ, ხოლო შემდეგ ექსპორტზეც იფიქრებენ.

ამ დროისათვის „იონას მეფუტკრე“ ახატანში საწარმოსაც ფლობს, სადაც ფუტკრის 25 დასახელების პროდუქტი მზადდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები