მცირე და საშუალო ბიზნესში უცხოური ინვესტირების წილი გაორმაგებულია. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, თუ წლების წინ მცირე და საშუალო ბიზნესში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი 32% იყო, 2022 წელს მან უკვე 59% შეადგინა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მანდატი და პოლიტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა. დაახლოებით 2015-2016 წლებიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით ძალიან აქტიური ღონისძიებები ტარდება, როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ისე ტექნიკური დახმარების მიმართულებით. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, პროგრესი აქაცაა და მე ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკასთან ეს კავშირშია - დაახლოებით 32% იყო მცირე და საშუალო ბიზნესში ინვესტირების წილი მთლიან უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებში და 2022 წლისთვის მისი მაჩვენებელი 59%-მდეა გაზრდილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდაა, რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციების ნახევარზე მეტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში მიედინება, რომელიც არის ყველაზე ინკლუზიური და რომელიც ჩვენი ეკონომიკის დაახლოებით 60%-ს წარმოადგენს, ეს არის ყველაზე დიდი დამსაქმებელი სეგმენტი. ამიტომ როგორც ინვესტიციების, ასევე ადგილობრივი მხარდაჭერის ნაწილში ჩვენი ფოკუსი ნამდვილად არის მცირე და საშუალო ბიზნესი“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
უახლესი
17 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება