8 თვეში საქართველომ 19,973.12 ათასი დოლარის ღირებულების 5,050.08 ტონა ყავა იყიდა. მაშინ როდესაც 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 4,859.46 ტონა ყავის იმპორტი დაფიქსირდა.
შესაბამისად ქვეყანაში ყავის იმპორტი 4%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ყავის იმპორტი 36 ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა ლიდერი მაინც ინდონეზიაა, საიდანაც 4,976.51 ათასი დოლარის 2,085.84 ტონა ყავის იმპორტის განხორციელდა. ამ მონაცემებით კი 8 თვეში იმპორტირებული ყავის 41%-ი სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის.
მეორე ადგილზეა ვიეტნამი, რომელსაც ყავის იმპორტში 22%-ი აქვს. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ვიეტნამიდან საქართველოში 1,096.83 ტონა ყავა შემოვიდა. მესამე პოზიციას კი რუსეთი იკავებს, საიდანაც 438.23 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა, რაც ყავის იმპორტის 9%-ია.
ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოში ყავის იმპორტმა მაქსიმუმს წელს მიაღწია და 7,660.00 ტონა შეადგინა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია