საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაეროს სახლში, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ნიკ ბერესფორდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს მიუსამძიმრა.
ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ნიკ ბერესფორდის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და გაეროს განვითარების პროგრამის გუნდის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა, ხოლო მისმა ძალისხმევამ და საქმისადმი ერთგულებამ წარუშლელი კვალი დატოვა.
უახლესი
11 საათის წინ
მეღვინეობა „ჩელთი“ ჩეხეთის ბაზარზე შევიდა13 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7136 ლარი გახდა