დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
IKANI-მ სამკაულების ახალი კოლექცია გაყიდვაში ჩაუშვა

IKANI-მ სამკაულების ახალი კოლექცია გაყიდვაში ჩაუშვა

24-07-2024 16:00:00

ხელნაკეთი სამკაულების ქართულმა ბრენდმა IKANI-მ გაყიდვაში ახალი კოლექცია ჩაუშვა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ბრენდის დამფუძნებელმა გიორგი სანებლიძემ განუცხადა.

„ახალი კოლექცია გაყიდვაში ახლახან ჩაუშვით და საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს. კოლექციაში წარმოდგენილია სხვადასხვა ფერის საქართველოს რუკები, ბეჭდები და ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა ანატომიური გულის ფორმის ბეჭედი. ასევე გაყიდვაშია ახალი სამაჯურები“, - ამბობს გიორგი სანებლიძე.

მისი თქმით, ახალი კოლექციის სამკაულების გაყიდვები აქტიურია.

„ამ დროისთვის მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი. აქტიურად ვემზადებით ექსპორტისთვისაც, გვაქვს პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები. ჩვენი მიზანია, IKANI უცხოეთის ბაზრებზეც გახდეს პოპულარული “, - ამბობს გიორგი სანებლიძე

2019 წელს, პირველი სამკაულის ნიმუშის სოციალურ ქსელში განთავსებიდან 1,5 წელიწადში, IKANI-ს ბრენდით მეწარმე გიორგი სანებლიძემ თბილისში პირველი მაღაზია გახსნა. IKANI-ს სამკაულების ფასი საშუალოდ 75-დან 400 ლარის ფარგლებშია. კომპანიაში ამ ეტაპზე 8 ადამიანია დასაქმებული. ბრენდი, საქმიანობის დაწყებიდან 4 წლის განმავლობაში გაფართოვდა და 4 მაღაზიითაა წარმოდგენილი შიდა ბაზარზე - თბილისსა და ბათუმში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები