დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ICE Engineering Group-მა მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრ Grand Mall-ში თანამდეროვე Otis-ის ბრენდის ლიფტები და ესკალატორები დაამონტაჟა

ICE Engineering Group-მა მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრ Grand Mall-ში თანამდეროვე Otis-ის ბრენდის ლიფტები და ესკალატორები დაამონტაჟა

10-10-2023 11:52:30

ICE Engineering Group-მა დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდ მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრ Grand Mall-ის პროექტზე მუშაობა დაასრულა.  

როგორც Business Insider Georgia-სთან ICE Engineering Group-ის დასავლეთ საქართველოს CEO- ლაშა თედორაძემ განაცხადა, რომ კომპანიამ  Grand Mall-ში Otis-ის ბრენდის 19 ერთეული ტექნიკის მონტაჟი განახორციელა.

ჯამში Grand Mall-ში 19 ერთეული ლიფტი და ესკალატორი დამონტაჟდა, (მათ შორის 14  ესკალატორი, ხოლო 5 ლიფტი). ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, სამგზავრო და სატვრთო ლიფტების ტვირთამწეობა 2 ტონაა.  

Grand Mall-ში დამონტაჟდა Otis-ის ბრენდის ლიფტები. Otis-ი არის ნომერ პირველი ბრენდი მსოფლიოში, რომელმაც ზოგადად ლიფტი გამოიგონა. შესაბამისად ჩვენ შეკვეთა  უმაღლეს დონეზე შევასრულეთ“, - აცხადებს ICE Engineering Group-ის დასავლეთ საქართველოს CEO.

ლაშა თედორაძე ამბობს, რომ კომპანიისთვის Grand Mall-ის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვეთა იყო, თუმცა კომპანიას აღნიშნულზე უფრო რთული და დიდი პროექტებიც განუხორციელებია.

პროექტები იყოფა სხვადასხვა სეგმენტად, მაგალითად ჩვენ სტრატეგიულად ვპარტნიორობთორბთან“, სადაც 52 სართულიან შენობაში ლიფტები დავამონტაჟეთ, რომელიც 3 /წმ-ში სიჩქარით მოძრაობს. საუბარი მაქვს მაღალ და სწრაფ ლიფტებზე. Grand Mall-ის პროექტი საკმაოდ საინტერესო პროექტი იყო. თუმცა გეტყვით, რომ ამაზე დიდ პროექტებიც გაგვიკეთებია“, - აცხადებს ლაშა თედორაძე.

ICE Engineering Group-ის დასავლეთ საქართველოს CEO მიმდინარე დიდი პროექტებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ამ დროისათვის კომპანია სამუშაოებს აწარმოებს Alliance Privilege- პროექტში.

საუბარია სასტუმროს და კაზინოს ლიფტების მონტაჟზე. ასევე სასტუმრო Holiday Inn-ზე  სადაც ვაკეთებთ 19 ერთეული: 15 ლიფტისა და 4 ესკალატორის მონტაჟს. ასევე ჩვენი მიმდინარე დიდი პროექტია Bagrationi Residence, სადაც პარალელურად მიმდინარეობს 4 ერთეული 33 სართულიანი ლიფტების მონტაჟი.

გეტყვით, რომ ზოგადად მოთხოვნა გაზრდილია მშენებლობის პარალელურად. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში და ბათუმში მშენებლობა განსაკუთრებით პროგრესირებს და შენობები დღეს ლიფტის გარეშე წარმოუდგენელია.

როგორც მშენებლობაა დღეს პროგრესის პიკში, ასევე დღეს ჩვენი სეგმენტიც მოთხოვნადი და მზარდია“, - ამბობს ICE Engineering Group-ის დასავლეთ საქართველოს CEO.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები