ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელი პოზიტიურად დაიწყო.
კერძოდ, იანვრის თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6,5 მლნ ლიტრი ღვინო, სადაც ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22% შეადგინა.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 18,217 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდა ამ შემთხვევაში 15%-ია.
ამასთან ერთად, ექსპორტირებულია 2,445 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები (ზრდა 24%),
ღირებულებით 13 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 2%).
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება