დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში 2 235 ობიექტი მიიღეს

იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში 2 235 ობიექტი მიიღეს

30-10-2023 11:08:38

2023 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 153.4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით მეტი) 2 235 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.3 პროცენტით მეტი).

საქსტატის ინფორმაციით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 32.4 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.4 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.0 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარსექტემბერში გაცემულია 8 169 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტით მეტი) 6 363.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.0 პროცენტით მეტი). ნებართვების 73.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.6 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 9.4 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.6 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები