2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 563.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 763.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 799.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 0.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აპრილში 3 036.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 მაისს.
უახლესი
10 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა10 საათის წინ
„ოქროველი“ გაფართოებას გეგმავს