დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Harvest • მოსავალი სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას იწყებს და ტურიზმის სექტორში გეგმავს შესვლას

Harvest • მოსავალი სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას იწყებს და ტურიზმის სექტორში გეგმავს შესვლას

24-05-2024 19:00:00

კომპანია „ქანდა აგრიქალჩერი“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე Harvest • მოსავალის ბრენდით ოპერირებს და 2021 წელს სოფელ „ძველ ქანდაში“ 200 ჰექტარზე ხეხილისა და ნუშის ბაღები გააშენა, წელს პირველ მოსავალს ელოდება.

როგორც Business Insider Georgia-სთან Harvest • მოსავალის პროექტების ხელმძღვანელმა თამარ ბერულავამ განუცხადა წელს მოსავალს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან, ხოლო სამომავლოდ ექსპორტსაც გეგმავენ.

„ჩვენი კომპანია 2021 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამავე წელს მცხეთაში, სოფელ ძველ ქანდაში შევისყიდეთ 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, აქედან 110 ჰექტარზე გავაშენეთ ნუშისა და ხეხილის სუპერინტენსიური ბაღები. სპეციალურად ჩამოვიტანეთ ნერგები ესპანეთიდან, იტალიიდან და თურქეთიდან. გასულ წელს გვქონდა მოსავლის პირველი ნიშანი, წელს ველოდებით ბაღის სრულად მსხმოიარობას. ხეხილისა და ნუშის დიდ მოსავალს ველოდებით. ასორტიმენტში შედის ბრტყელი ატამი, გარგარი, ქლიავი, ბალი, მსხალი და ვაშლი. მომავალში განვიხილავთ ექსპორტს  დუბაიში“, - აცხადებს თამარ ბერულავა.

ამასთან კომპანია 2024 წელს სიახლეებსაც გეგმავს და ივნისში სამაცივრე მეურნეობების მშენებლობას იწყებს, რომელშიც სამომავლოდ, ძველ ქანდაში გაშენებულ ბაღებში მიღებულ მოსავალს შეინახავენ.

„ამ პროექტის განხორციელებისთვის მივიღეთ გრანტი სოფლის მეურნეობის სააგენტოსგან. მაცივრის ტევადობა იქნება 600 ტონა. 2025 წელს ვგეგმავთ ნუშის შესანახი საწყობის მშენებლობას. ასევე ვგეგმავთ ტურისტულ ცენტრად გადავაქციოთ ჩვენი ტერიტორია. განვიხილავთ 5 ვარსკვლავანი სასტუმროს მშენებლობას“, - აცხადებს კომპანიის პროექტების მენეჯერი.

Harvest • მოსავალი სეზონზე 50 ადამიანს ასაქმებს, ხოლო მუდმივად დასაქმებულია 15 ადამიანი. კომპანიას ამ პროექტში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 21 მილიონ ლარზე მეტი აქვს ინვესტირებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები