„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე წყალსადენის ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო, რომელშიც კომპანია 1,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
სარეაბილიტაციო პრეოქტის ფარგლებში 6.5 კმ სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები განახლდება, 53 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, 27 საკვანძო ჭა და 17 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.
„აღსანიშანავია, რომ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე არსებული წყალსადენის ხანდაზმული ქსელების შეცვლასთან ერთად, აუცილებელი იყო ახალი ქსელის განვითარება. სარეაბილიტაციო პროექტის მიზანი სწორედ არსებული აბონენტების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფა და ახალი აბონენტების დამატების შესაძლებლობაა” - განაცხადა „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ.
ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სექტემბერში დაიწყო და იანვირის ბოლოს დაასრულებს.
უახლესი