GREDA-პროექტების მენეჯერმა, მატა გორდეზიანმა 15-16 ოქტომბერს, ქ. ბუქარესტში გამართულ მზის ენერგიისა და ენერგიის შემნახველი მოწყობილობების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
GREDA-პროექტების მენეჯერმა დამსწრეებს საქართველოს მზის ენერგიის უზარმაზარი პოტენციალის შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია, მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში მზის ენერგიის განვითარების უამრავ შესაძლებლობას, ხელსაყრელ კლიმატსა და გეოგრაფიულ უპირატესობებს.
კონფერენციაზე მატა გორდეზიანმა საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომ პროექტის განხორციელებით, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, დაამყაროს პირდაპირი კავშირი ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან და გახდეს ქვეყანაში წარმოებული მწვანე ენერგიის ექსპორტიორი.
პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების ზრდას, და ამასთან, გააძლიერებს უცხოურ ინვესტიციებს ამ მიმართულებით.
CISOLAR კონფერენცია და გამოფენა უკვე მე-12 წელია მთავარ პლატფორმას წარმოადგენს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მზის ენერგიის და ენერგიის შემნახველი სისტემებით დაინტერესებული პირებისთვის.
უახლესი