Gida Wine ექსპორტს ზრდის და ტურიზმის ბიზნესში შესასვლელად ემზადება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს - კომპანიის თანადამფუძნებელმა გივი ყვარელაშვილმა განუცხადა.
„2019 წლიდან ვოპერირებთ ბაზარზე. მეღვინეობა მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ხაშმში. გვაქვს 5 პოზიციის ღვინო და ჩვენი სავიზიტო ბარათია ხაშმის საფერავი. ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ვართ 10-12 სხვადასხვა ლოკაციაზე. „8 000“ მოსავალში, სხვადასხვა ბარებსა და რესტორნებში“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
Gida Wine -ს წარმატებულის ექსპორტი ჰქონდა ევროპის მიმართულებით.
„ვცდილობთ, ჩვენი წარმოების მასშტაბიდან აქცენტი გავაკეთოთ არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე და საექსპორტო ბაზრებზე პოზიცია შევინარჩუნოთ ხარისხით. გვაქვს ჩვენი ვენახები ხაშმისა და მანავის ზონაში. ვავითარებთ როგორც მევენახეობას, ისე მეღვინეობას. ექსპორტზე გავიტანეთ პროდუქცია იტალიაში, გერმანიასა და აშშ-ში. ჩვენთვის საინტერესოა აზიის ბაზარი. არის ინტერესი იაპონიიდან და ჩინეთიდან, ამ ქვეყნებში ღვინის მცირე პარტიების გადაზიდვებზე. გვაქვს მოლოდინი, რომ იაპონიის ბაზარზე პირველ ეტაპზე ღვინის მცირე რაოდენობას მაინც გავიტანთ“, - ამბობს გივი ყვარელაშვილი.
Gida Wine წლიური წარმადობა 25-30 ბოთლამდეა. როგორც მეწარმე ამბობს კომპანიის ცნობადობა გაიზარდა და გაყიდვების ზრდამ პანდემიის შემდეგ 10% შეადგინა.
Gida Wine ტურიზმის ბიზნესშიც შეეცდება პოზიციების გამყარებას.
„გვაქვს მცირე გესტჰაუზი და პერიოდულად ვიღებთ სტუმრებს. 2025 წლიდან ამ მიმართულებით ვაპირებთ გაფართოებას“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
უახლესი
12 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე14 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა14 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს