ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა ვაზიანი“ დაახლოებით, ათი განსხვავებული ყურძნის ჯიშისგან აწარმოებს პროდუქციას და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. Business Insider Georgia - ს კომპანიის სამომავლო გეგმებზე გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი აურიკა კროიტორი ესაუბრა.
„დაახლოებით, ვაწარმოებთ ათი ყურძნის ჯიშისგან ღვინოს. სახეობებს, რაც შეეხება 25-მდე სახეობის ღვინო გვაქვს და ასევე ყურძნისგან დამზადებული სხვა ალკოჰოლური სასმელები“, - ამბობს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი.
აღსანიშნავია, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. კომპანია მუდმივად ცდილობს საექსპორტო ბაზრების გაფართოებას არაერთი მიმართულებით.
„მოთხოვნა მზარდია. აქტიურად, ხდება გაფართოება არსებულ საერთაშორისო ბაზრზებზე, ამერიკა, იაპონია და ევროპის ქვეყნები. ასევე ვახდენთ, ღვინის სახეობების დამატებაა, ასევე ახალი ბაზრების მოკვლევას, ახალ ბაზრებზე შესვლას და გაცნობას ქართული პროდუქციის. კერძოდ, ისეთ ეგზოტიკურ ბაზრებზე, როგორიც არის ტაილანდი, ტაივანი , ინდონეზია და ა.შ, რაც სიახლეა ქართული ღვინისთვის“, - აცხადებს აურიკა კროიტორი.
ამჟამად, კომპანია დაახლოებით 15 ქვეყანაში ახორციელებს ექსპორტს და აქტიურად გეგმავს ახალი ბაზრების დამატებასაც.
„დაახლოებით, 15 ქვეყანაში ხდება ჩვენი ღვინის მიწოდება მუდმივად და ამას დაემატება კიდევ ახალი ბაზრებიც. მოთხოვნა მზარდია განსაკუთრებით, ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ბაზრებზე შეიმჩნევა ღვინის სასმელებზე კლების ტენდენცია სხვა ტიპის ალკოჰოლურ სასმელებზე რეფოკუსირების ხარჯზე. გარდა ამისა, გაიზარდა მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან, უფრო პრემიალურ სეგმენტზე ღვინის კატეგორიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს ყურძნისეულ სასმელებს დაემატება კიდევ ბრენდი, ასევე ვგეგმავთ რომ უფრო ფართოდ ვიმუშავოთ იმ ბაზრებზე, სადაც შედარებით ნაკლებია ქართული ღვინის ცნობადობა. უფრო მეტი მარკეტინგული პროექტები გვექნება რომ უშუალოდ, მომხმარებელთან მოხდეს მუშაობა და გაცნობა თუ რას ნიშნავს ქართული ღვინო, რა არის ჩვენი ტრადიცია, რით განსხვავდება და რატომ არის უპირატესი სხვა ბაზრის ღვინოებთან“, - აღნიშავს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი.
მოგეხსენებათ, მეღვინეობა ვაზიანი კახეთში, ქ. თელავში მდებარეობს. დაფუძნდა 1982 წელს და მისი რესტრუქტურიზაცია 2012 წელს მოხდა. ვაზიანის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოში, შესაძლებელია ღვინის წარმოების პროცესზე დასწრება და ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებული ღვინისდაგემოვნება. მეღვინეობა ვაზიანი ღიაა სტუმრებისათვის ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
უახლესი
1 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება2 საათის წინ
პეკინის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა