სამხრეთის გაზის დერეფანი უნდა გაფართოვდეს ახალი მილსადენით ალპების გავლით.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოება. ალპების გასწვრივ ახალი მილსადენით ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ ენერგომომარაგების უსაფრთხოება ორივე ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა შოლცმა.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთის გაზის დერეფანით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. აზერბაიჯანი საქართველოსა და თურქეთის გავლით კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 33 მილიარდი აშშ დოლარი იყო. მოსალოდნელია, რომ SGC-ის კაპიტალური ხარჯები სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში.
2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლიდან გაზარდონ SGC-ით გაზის მიწოდების მოცულობა არსებული 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
ცნობისათვის, TAP-ი, რომელიც სამხრეთის გაზის დერეფნის ევროპულ ნაწილს წარმოადგენს, ყოველწლიურად იტალიას რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, ხოლო ერთი მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს აწვდის.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით, ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო.
TAP-ის მეშვეობით აზერბაიჯანმა ისტორიაში პირველად, ევროპის ბაზარზე თავისი ბუნებრივი აირი მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა.
იგივე თემაზე:
უახლესი