სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთობლივად უნდა იმუშაონ ტურისტული სფეროსთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, - ამის შესახებ Hotel Collection International-ის რეგიონულმა დირექტორმა ქეთი მიქაშავიძემ Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად განაცხადა. კითხვა კი შეეხებოდა ქვეყანაში ტურიზმის შემოდინების ზრდის პერსპექტივებს და რა უნდა გაკეთდეს კიდევ იმისათვის, რომ ქვეყანამ მეტი ტურისტი მოიზიდოს.
„პროფესიონალი მომსახურების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება: სახელმწიფომ და კერძო სექტორმა უნდა იმუშაონ ტურისტული სფეროსთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
ტურისტული ბრენდების განვითარება: აუცილებელია ბრენდინგის გაუმჯობესება და ახალი მიზიდულობის ადგილების შექმნა.
მაღალი ხარისხის ტრანსპორტის სისტემა: უნდა გაიზარდოს ავიარეისების სიხშირე და ხელმისაწვდომობა.
ასევე საინტერესოა, როგორია თქვენი რეკომენდაციები, რომელ ბაზრებზე უნდა გააქტიურდეს მუშაობა?
ინდოეთი და ჩინეთი: დიდი ბაზრები, სადაც ტურიზმის ზრდაა და მაღალი მოთხოვნა არსებობს.
აღმოსავლეთ ევროპა: საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზარია და მეტი ტურისტის მოზიდვა შეიძლება.
არსებული ევროპული ბაზრები: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი — ეს ის ბაზრებია, საიდანაც ვხედავთ მოთხოვნას და გვჯერა, რომ შეიძლება ამ ნაკადების გაზრდა სწორი მარკეტინგული კამპანიებით“, - აცხადებს ქეთი მიქაშავიძე.
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება