დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GCCA-ში 11 თვეში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 791 განაცხადი შევიდა

GCCA-ში 11 თვეში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 791 განაცხადი შევიდა

03-12-2024 14:20:00

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის თერთმეტი თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 791 განაცხადი დაფიქსირდა. მათ შორის, გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს - 70% ქალი და 30% მამაკაცი.

✔️აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 78 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 147 საქმეზე.

✔️GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 44 მოვაჭრეს - 75 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 44 901 ლარი.

✔️მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 151 საქმეზე - 128 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

? მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 4%, რომელსაც მოყვება იმერეთი 2%, სამეგრელო ზემო სვანეთი 2% და სხვა რეგიონები.

?მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 275, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 232, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 133, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 45, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 30, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 26, ხოლო სხვა დანარჩენზე 50.

?საანგარიშო პერიოდში, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 3%, მშენებლობა 2%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 10%-ს.

?მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - ?https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე ✉️consumer@gcca.gov.ge.

☎️დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები