მიმდინარე წელს კრუასანის ტიპის პროდუქციის წარმოებაში მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ფუდ ალიანსი • Food Alliance-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კოხრეიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება სიახლეებს, 2024 წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ჰორეკა სექტორის დაფარვის დონე და ბათუმსა და მის შემოგარენში რამდენიმე 5 და4 ვარსკვლავიან სასტუმროში შევედით“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
“ფუდ ალიანსი“ 2019 წელს დაარსებული ქართულ-ფრანგული საწარმოა, რომელიც ნატახტარში მდებარეობს და 150 ადამიანს ასაქმებს.
სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“, სუბსიდირების სახით, "ფუდ ალიანსმა" 1 400 000 ლარზე მეტი მიიღო.
“ფუდ ალიანსი“ აწარმოებს როგორც პურს, ვიენუაზერს და ასევე სხვადასხვა სახის ქართულ პროდუქტებს.
უახლესი