Galt & Taggart-მა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-მდე გაზარდა.
„საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის აგვისტოში 12.0%-ით გაიზარდა, წინა თვეში 13.0%-იანი ზრდის შემდეგ.
კუმულაციურად, რეალური მშპ-ს ზრდა წლიურ ჭრილში მიმდინარე წელს 10.0% იყო.
აგვისტოში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის, ICT, სამშენებლო, საფინანსო და სადაზღვევო, უძრავი ქონებისა და ვაჭრობის სექტორებში, ხოლო ენერგეტიკის სექტორი შემცირდა.
2024 წელს, ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლების გამო, ჩვენ განვაახლეთ მთლიანი წლის რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 9.0%-მდე ადრეული პროგნოზისგან (8.0%)“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.
2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ვაჭრობა.
ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა