რამდენიმე დღეა თბილისში, გალერიაში DIESEL-ის ახალი მაღაზია გაიხსნა.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელმა დავით ჩხეიძემ განუცხადა, (რომელიც საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელია) ამ ლოკაციაზე, DIESEL-ის მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბრენდის ოფიციალური მაღაზია ჭავჭავაძის გამზირზე საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ დაიხურა.
„Diesel-ის პირველი ოფიციალური მაღაზია თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 2019 წლის მაისში გაიხსნა. მას მოჰყვა ამავე წლის დეკემბერში ფილიალი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“. ჭავჭავაძის გამზირზე Diesel-ის მაღაზია დაიკეტა და ახალი ფილიალი „გალერია თბილისში“ გაიხსნა“, - ამბობს დავით ჩხეიძე.
მისივე ინფორმაციით, DIESEL-ის უფრო მასშტაბური მაღაზიის გახსნა იგეგმება და კომპანია შესაბამის ფართს ეძებს. „ვგეგმავთ უფრო მასშტაბური მაღაზიის გახსნას.
ამ დროისთვის გალერიაში DIESEL-ის ახალი კოლექცია სრულად არის წარმოდგენილი“, - ამბობს „მეგასპორტის“ დამფუძნებელი. კომპანია „მეგასპორტი“ ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 12 მაღაზიას ფლობს.
იგივე თემაზე:
უახლესი
3 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები