უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში ფეროშენადნობებს 2,7%-ი უკავია. საქსტატის მონაცემებით 2023 წელს ფეროშენადნობების ექსპორტის კუთხით კლებაა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 148,353.04 ათასი დოლარის ღირებულების 123,632.84 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი განახორციელა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 454,839.01 ათასი დოლარის ღირებულების 224,732.11 ტონა ფეროშენადნობები.
რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის 11 თვეში ფეროშენადნობები ექსპორტი ღირებულებით ჭრილში 67%-იანი კლებაა, ხოლო მოცულობის მხრივ 45%-იანი.
აღსანიშნავია, რომ ფეროშენადნობების ექსპორტისთვის რეკორდული 2021 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ 477,432.79 ათასი დოლარის 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები მიაწოდა მსოფლიო ბაზარს.
მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებით, საქართველოსთვის ფეროშენადნობების ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია, სადაც მიმდინარე წელს 41,024.28 ტონა ფეროშენადნობები გადაიზიდა, რაც ამ ნედლეულის მთლიანი ექსპორტის 33%-ია.
TOP-5 ბაზარი, სადაც საქართველო ფეროშენადნობებს ყიდის:
უახლესი
11 წუთის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება