დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფერმერთა ასოციაციამ იმერეთში აგროსექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა

ფერმერთა ასოციაციამ იმერეთში აგროსექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა

21-07-2023 17:05:07

საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივით, სასტუმრო "ბეტს ვესტერნ ქუთაისში" აგროსექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომლის მიმდინარეობისას როგორც ასოციაციის თანამშრომლებმა, ისე სოფლის მეურნეობის დარგის სხვა ექსპერტებმა დამსწრეებთან დიალოგის ფორმატში, აგრობიზნესში თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ჩართვის უპირატესობებზე და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების შესახებ ისაუბრეს;

შეხვედრის მიზანი აგრომიმართულებით წარმოების მოცულობის გაზრდისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იყო, რაშიც მნიშნელოვანი როლი თანამედროვე სოფლის მეურნეობის კონცეფციას და ამ კონცეფციაზე დაფუძნებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და სხვადასხვა სახის ინოვაციურ სერვისს ენიჭება, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ დანერგილი სატელიტური მონიტორინგის სისტემა.

„მსგავსი ფორმატის შეხვედრები ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს ფერმერებს, აგრომეწარმეებსა და ზოგადად, ამ დარგში მომუშავე ადამიანებს პირდაპირ გავუზიაროთ ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომი ან უახლოეს მომავალში დასანერგი ახალი სერვისების შესახებ. სწორედ ინოვაციური სერვისების გამოყენებაა ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - ანი ზურაბაშვილი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები