დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ფაფრის ველი“ ავსტრიის ბაზარზე შევიდა

„ფაფრის ველი“ ავსტრიის ბაზარზე შევიდა

19-02-2024 16:05:00

 

ბიო-ორგანული მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა შალვა ქურდაძემ Business Insider Georgia-სთან განაცხადა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო ავსტრიის ბაზარზე შევიდა.

„ძირითადად ექსპორტზე ვმუშაობთ. საყურადღებოა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ჩვენი ღვინო გადის ბიო ლოგოთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აქტუალურია და კარგია. დაგვემატა კიდევ ერთი ქვეყანა და ერთთან მიდის მოლაპარაკება. 21 ქვეყანაში გავდივართ ექსპორტზე. ექსპორტს იმედის თვალით ვუყურებთ. ახლახან პირველი პროდუქცია გადავტვირთეთ ავსტრიის ბაზარზე“, - ამბობს შალვა ქურდაძე.

„ფაფრის ველის“ წარმადობა 35 ათასი ბოთლია წელიწადში, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ეს არის ოფიციალური ორგანული ბიომეურნეობა.

მეღვინე Business Insider Georgia-სთან 2023 წელს ექსპორტის კუთხით დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები შეუმცირდათ.

„საქართველოს ბაზარი როგორც ყოველთვის პრობლემურია. ევროპელი ტურისტების ნაკადი შემცირდა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა შეზღუდულია თავის შესაძლებლობებში“. თუმცა მეწარმე ამბობს, რომ ბიო ღვინის წარმოებას მომავალი აქვს, რადგან ხარისხიან, ორგანულ ღვინოზე მოთხოვნა ყველა ბაზარზეა. „ჩვენი ღვინო არის პრემიუმ სეგმენტის. ევროპაში ბიო ღვინის ბაზრის მხოლოდ 10-12%-ია ათვისებული. მთავარია ხარისხიანი ღვინის წარმოება, თორემ ყველა ღვინოს აქვს ბაზარზე თავისი ადგილი. საქართველოში უფრო წითელი ღვინით იცნობენ ჩვენს ბრენდს, უცხოეთში მოთხოვნადია როგორც თეთრი, ისე ვარდისფერი“, - ამბობს მეწარმე.

საგულისხმოა, რომ „ფაფრის ველი“ რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ღვინოს არ ყიდის.

„ჩვენთვის ყველა ბაზარი მიმზიდველია. პირველ ადგილზეა საფრანგეთი, იაპონია, გერმანია. 2004 წლიდან დავიწყეთ ვენახების შეძენა. პირველი ღვინო გამოუშვით 2014 წელს. აქამდე ინვესტიციები ხორციელდებოდა მევენახეობაში. ვიდრე ჩვენი ვენახი არ გავაშენეთ, ჩვენი ღვინო არ გამოგვიშვია“, - ამბობს მეწარმე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები