დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის მიზნით, „სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ" კანონში ცვლილება შედის

ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის მიზნით, „სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ" კანონში ცვლილება შედის

15-11-2023 17:11:47

პარლამენტმა 80 ხმით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტში შესატანი ცვლილებები დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო.

მისი თქმით, ცვლილებების პროექტი ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტის საფუძველზე მომზადდა, რომლის თანახმადაც, საიდუმლოების ერთ-ერთ სახეს - „ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია" დაემატება.

„ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია" ევროკავშირის შესაბამისი ორგანოების მიერ მინიჭებულ გრიფის მქონე დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც დაცული უნდა იმ სტანდარტებით, რაც აუცილებელია მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. საქართველოში ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ცენტრალურ ორგანოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განისაზღვრება, სადაც ცენტრალური რეგისტრი შეიქმნება. 

თუმცა რეგისტრები ასევე შესაძლებელია სახელმწიფოს სხვა უწყებებშიც შეიქმნას.

კანონპროექტით ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები დგინდება, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება იმ ორგანოებისთვის, სადაც ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია იქნება დაცული", - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები