„ეხლა აღარავითარი აზრი არ აქვს სადაურ კანონს უყარა კენჭი პარლამენტმა (თუმცა ცალსახაა რომ ეს არის რუსული კანონი). დღეს პარლამენტში გვყვანან დეპუტატები, რომლებსაც მიუხედავად ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისა და პარტნიორი ქვეყნების მოწოდებისა, შეუძლიათ წავიდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“, - BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი Facebook-ზე ეხმაურება.
„როდესაც ამ კანონის მიღებით შეიძლება ჩვენს ევროპულ პერსპექტივას შეექმნას საფრთხე და მიუხედავად ამისა პარლამენტში გამოიძებნა 76 დეპუტატი, რომლებისთვისაც ეს არაფერს ნიშნავს და სრულიად გაურკეველი არგუმენტებისა თუ მიზნების გამო მაინც მზად არიან წავიდნენ ასეთ ნაბიჯზე, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსთვის.
დღეს არჩევანი არის ერთი ან მივდივართ ევროპისკენ ან რუსეთისკენ. და იმისათვის შევაჩეროთ რუსეთისკენ ასეთი სწრაფი ტემპით სვლა, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია, რომ ევროკაშირმა საზოგადოების მოთხოვნის საპასუხოდ (და არა ხელისუფლების მიერ გეგმის შესრულების გამო) დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატი წევრის სტატუსი“, - წერს ზურაბ ლალაზაშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა