თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ უფასო სასადილოებში კვების საკითხს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, წინა წლებთან შედარებით, კვება საგრძნობლად გაუმჯობესებულია და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ გნებავთ, შევადაროთ, როგორ იკვებებოდნენ უფასო სასადილოებში წლების წინ და როგორ იკვებებიან დღეს. უფრო მეტის გაკეთება უკეთესია, მაგრამ ყველაფერს აქვს დრო. ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ მდგომარეობას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა