დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ პარასპორტსმენებს 2024 წლის პარალიმპიადაზე - საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მხარდამჭერია

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ პარასპორტსმენებს 2024 წლის პარალიმპიადაზე - საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მხარდამჭერია

28-08-2024 12:56:00

დღეს, 28 აგვისტოს ზაფხულის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები იწყება, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს. ღონისძიება 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 4 400 პარასპორტმენი სპორტის 22 სახეობაში მიიღებს მონაწილეობას.

პარალიმპიადა 1960 წლიდან იმართება და ის უკვე 16-ჯერ ჩატარდა. საქართველომ კი მასში მონაწილეობა ოთხჯერ 2008, 2012, 2016 და 2020 წლებში მიიღო. ამჟამად, ქართველი პარასპორტსმენების ანგარიშზე 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალია.

საქართველო პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე 14 მონაწილით წარდგება. საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მხარდამჭერი კი საქართველოს ბანკია.

გაეცანით ქართველი პარალიმპიელების ასპარეზობის გრაფიკს და ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ პარასპორტსმენებს გამარჯვების გზაზე.

29 აგვისტო

ლია ჩაჩიბაია, პარატაეკვანდო, -47 კგ

12:00 − 22:35

1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

ანა ჯაფარიძე, პარატაეკვანდო, -52 კგ

12:20 − 23:05

1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

30 აგვისტო

გიორგი ნიკოლაძე, პარატაეკვანდო, -70 კგ

11:50 − 23:05

1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

დავით ქავთარაძე, პარამძლეოსნობა, შუბის სროლა

14:20

ფინალი

ვლადიმერ ჭინჭარაული, პარასროლა, პნევმატური შაშხანიდან სროლა სადგამით 10 მეტრზე

15:30 − 18:15

კვალიფიკაცია, ფინალი

1-ლი სექტემბერი

გიგა ოჩხიკიძე, პარამძლეოსნობა, ბირთვის კვრა

12:05

ფინალი

ვლადიმერ ჭინჭარაული, პარასროლა, პნევმატური შაშხანიდან სროლა 10 მეტრზე

11:30 − 17:00

კვალიფიკაცია, ფინალი

3 სექტემბერი

ირმა ხეცურიანი, ეტლით ფარიკაობა, ხმლით ფარიკაობა, B კატეგორია

15:00 − 23:15

1/16 ფინალი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

ნინო თიბილაშვილი, ეტლით ფარიკაობა, ხმლით ფარიკაობა, A კატეგორია

15:00 − 00:05

1/16 ფინალი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

4 სექტემბერი

ირმა ხეცურიანი, ეტლით ფარიკაობა, რაპირით ფარიკაობა, B კატეგორია

11:00 − 22:15

1/16 ფინალი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

ნინო თიბილაშვილი, ეტლით ფარიკაობა, რაპირით ფარიკაობა, A კატეგორია

11:00 − 23:25

1/16 ფინალი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

ვლადიმერ ჭინჭარაული, პარასროლა, პნევმატური შაშხანიდან სროლა 50 მეტრზე

11:30 − 17:00

კვალიფიკაცია, ფინალი

5 სექტემბერი

ზურაბ ზურაბიანი, პარაჯუდო, -60 კგ

12:05 − 18:40

1/8-ფინალი, 1/4-ფინალი, 1/2-ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

6 სექტემბერი

გიორგი ქალდანი, პარაჯუდო, -73 კგ

12:00 − 19:55

1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

ინა ქალდანი, პარაჯუდო, -70 კგ

12:40 − 20:26

1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

7 სექტემბერი

ლაშა ყიზილაშვილი, პარაჯუდო, -90 კგ

11:35 − 19:10

1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

რევაზ ჩიკოიძე, პარაჯუდო, +90 კგ

11:55 − 20:15

1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

8 სექტემბერი

აკაკი ჯინჭარაძე, პარაწოლჭიმი, +107 კგ

17:35

ფინალი

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ პარალიმპიელებს 2024 წლის პარიზის პარალიმპიადაზე. იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ საინტერესო ამბები პარიზის პარალიმპიადიდან, თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკს სოციალურ ქსელებში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები