ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური სტრუქტურა, არ ექცევა პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში, არ მოქმედებს პოლიტიკური კონიუნქტურით და ყველამ შორს დაიჭიროს თავი ეროვნული ბანკისგან და ნუ ეცდება ჩვენს პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„რაც შეეხება ვინმეს წნეხით ხომ არ მოქმედებს ან იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკი - ჩვენი გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობითაა ნაკარნახევი, ჩვენთვის ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა.
თუ ვინმესგან ვხედავ ამ წნეხს, ან წნეხის მცდელობას ამ დღეებში, ეს არის სხვადასხვა პოლიტიკური წრეები, რომლებიც საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეროვნული ბანკი აპოლიტიკური სტრუქტურაა და არ ექცევა პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში, არ მოქმედებს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე და ყველამ შორს დაიჭიროს თავი ეროვნული ბანკისგან და ნუ ეცდება ჩვენს პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტმა და საბჭოს წევრმა პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა თანამდებობები დატოვეს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა