მიკროსაფინანსო კომპანია "ემბისი"-ს ოპერაციების დირექტორი ეთო ჩაჩიბაია, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2023 წლის SDG პიონერი გახდა.
როგორც "ემბისიში“ განმარტავენ, წელს, პირველად, გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდნენ - მცირე და საშუალო კომპანიები და მსხვილი ადგილობრივი ან საერთაშორისო კომპანიები.
„ეთო ჩაჩიბაიას ხელმძღვანელობით კომპანია საკუთარ ოპერაციებში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირებას აქტიურად ახორციელებს და სოციალური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური ფაქტორების გათავლისწინებით მუდმივად ცდილობს მდგრადი განვითარების დღის წესრიგში წვლილის შეტანას.
ეთო ჩაჩიბაია სხვა ქვეყნების ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებთან ერთად კვლავ განაგრძობს მონაწილეობას SDG პიონერის გლობალურ რაუნდში, რომლის გამარჯვებულებიც 2023 წლის სექტემბერში, ნიუ-იორკში, გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე გამოცხადდებიან“, - აცხადებენ "ემბისიში“.
შეგახსენებთ, რომ "ემბისი"-ს მისიაა შექმნას მცირე მეწარმეების და ფერმერების განვითარების შესაძლებლობა. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების გზით ხელი შეუწყოს მიკრო ბიზნესის ფინანსურ სტაბილურობას.
უახლესი
14 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე16 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა16 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს