ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 10.1%-ით შემცირდა 2023 წლის პირველ ნახევარში, რაც განსხვავდება ბოლო 10 წლის ტენდენციისგან (პანდემიური წლის გამოკლებით), - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ენერგოსექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი.
„კლება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო აფხაზეთის რეგიონის და პირდაპირი მომხმარებლების, კერძოდ, მეტალურგიული და დატამაინინგ კომპანიების მოხმარების შემცირებით.
ამასთან, მოხმარების კლება დაიწყო 2022 წლის მეორე ნახევარში და სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა და ფასი დაბალი იყო 2023 წლის პირველ ნახევარში. იმპორტირებული ელექტროენერგიის ერთადერთი მომხმარებელი იყო აფხაზეთის რეგიონი, რომელიც ელექტროენერგიას რუსეთიდან სპეციალურ ფასად იღებს (კვტ.სთ-ზე 0.1 აშშ ცენტი).
დანარჩენმა საქართველომ კომერციული იმპორტი ჩაანაცვლა შედარებით იაფი თბოგენერაციით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში თბოსადგურების ფასი გლობალურ სტანდარტებთან შედარებით დაბალია სოციალური გაზის ხელმისაწვდომობის გამო“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
უახლესი
28 წუთის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად12 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა21 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა