დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ექსპორტის ფასების ინდექსი წლიურ და თვიურ ჭრილში 1.6%-ით შემცირდა

ექსპორტის ფასების ინდექსი წლიურ და თვიურ ჭრილში 1.6%-ით შემცირდა

20-04-2023 11:24:30

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 1.6 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი შემცირდა 21.1 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები შემცირდა 27.9 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 19.2 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 27.7 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 27.3 პროცენტიანი კლება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები