დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკური ზრდით ინდოეთმა შესაძლოა, ჩინეთს გაუსწროს - Bloomberg-ის პროგნოზი

ეკონომიკური ზრდით ინდოეთმა შესაძლოა, ჩინეთს გაუსწროს - Bloomberg-ის პროგნოზი

09-04-2024 15:00:00

2028 წლისთვის ინდოეთმა შეუძლია ჩინეთს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გაუსწროს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს. 

Barclays და სხვა საინვესტიციო ბანკები პროგნოზირებენ, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ინდოეთი შეიძლება გახდეს გლობალური ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ჩინეთის ნაცვლად.

Bloomberg Economics-ის შეფასება უფრო ოპტიმისტურია: საბაზისო სცენარით, ინდოეთის ეკონომიკური ზრდა ამ ათწლეულის ბოლოსთვის 9%-მდე დაჩქარდება, ჩინეთის კი 3.5%-მდე შენელდება. ყველაზე პესიმისტური სცენარით, რომელიც ვარაუდობს, რომ ინდოეთის ეკონომიკა იზრდება 6,5%-ით და 2037 წლისთვის ინდოეთს შეუძლია ჩინეთს გადაუსწროს.

ამჟამად ინდოეთის მშპ 3,5 ტრილიონი დოლარია, ჩინეთის კი 17,8 ტრილიონი დოლარი. ჩინეთის ეკონომიკა 2023 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,2%-ით გაიზარდა. მესამე ფისკალურ კვარტალში (ოქტომბერი-დეკემბერი) ინდოეთის მშპ 8.4%-ით გაიზარდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები