ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების ხელახალი გადათვლის პროცედურას ასრულებს. 72 ოლქიდან შემთხვევითობის პრინციპით 5-5 უბანი შეირჩა. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ყველა უფლებამოსილ პირს საშუალება აქვს აღნიშნულ პროცესს დაესწრო. დღესვე გიორგი კალანდარიშვილმა კომენტარი გააკეთა იმ სპეკულაციებთან დაკავშირებით, რაც ელექტრონულ ტექნოლოგიებს უკავშირდება.
„ტექნოლოგიებთან მიმართებაში ორიოდე დღის წინ დასრულდა პირველი-მეორე ფაზის შესაბამისობის აუდიტი, რომელიც ჩაატარა ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც გახლავთ ორიდან ის ერთი აკრედიტებული, რომელსაც გააჩნია როგორც შესაბამისობის აუდიტირება, ასევე შესაბამისი ლიცენზიების მინიჭება ვენდორი კომპანიებისთვის. მათ მიერ ჩატარებულმა აუდიტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამომრჩეველთა სიებში პირის დუბლირება არის შეუძლებელი. ცესკოს სერვერებზე არსებულ ინფორმაციასთან სრულ თანხვედრაშია აპარატში ჩაწერილი ინფორმაცია.
დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 73-ვე საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბნის - ე.წ. რენდომ პრინციპით გამოვლენილი უბნის გადათვლები განხორციელდება, რაც არის დამატებითი შესაძლებლობა იმისა, რომ თუკი
სადმე, რომელიმე უბანზე შედეგებთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, კიდევ ერთხელ დაესწრონ, ნახონ და თავად დარწმუნდნენ, რამდენად სწორად თუ ხარვეზიანად არის პროცესი განხორციელებული“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
უახლესი
8 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო