მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის მფლობელი კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელი მანანა ანჯაფარიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ მალე ბოსტნეულის ხაზს დაამატებენ.
„საცდელად მოვამზადეთ ტერიტორია, ჩვენი კომპანიის აუცილებელი პირობაა, რომ ყველა პროდუქტი იყოს ბიო სერტიფიცირებული, რის გამოც შევიძინეთ ევროპული სერტიფიცირებული ბიო სათესლე მასალა, რომლის ნაწილიც შევიძინეთ გერმანიასა და ნიდერლანდებში. გაზაფხულის ბოლოდან დიდი ალბათობით პირველ მოსავალს მივიღებთ“- ამბობს მანანა ანჯაფარიძე.
კომპანიას ამ ეტაპზე გამოყოფილი აქვს 2 000 კვადრატული მიწა, სადაც გაკეთებულია საჩრდილობელი, რადგან მოხდეს ყველა ბუნებრივი ხელშემშლელი ფაქტორის თავიდან აცილება და სათესლე მასალის დარგვა-დაკვირვება.
„ბიო ბოსტნეულის წარმოების პროცესში დაცული იქნება ბიო ნორმების ყველა წესი. გამოყენებული იქნება ბიო პრეპარატები, მოხდება ბიო დამუშავება. ეს წელი იქნება სატესტო და გზის გამკვლევი ამ ბიო ბოსტნეულის წარმოების მიმართულებით“, - ამბობს მანანა ჯაფარიძე.
მეწარმის ინფორმაციით, „პლანტველის“ ბიო ბოსტნეული ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
უახლესი