Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, 18–22 სექტემბერს ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 36.60 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -1.21% წინა კვირასთან შედარებით და +5.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 362 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.75 - 37.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.30 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +2.09% წინა კვირასთან შედარებით და +4.64% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 247 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.55 - 30.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 43 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.20 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -1.35% წინა კვირასთან შედარებით და +6.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 435 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.90 - 10.44 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 80 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი