აშშ ვერ იტყვის, მოახდენს თუ არა გავლენას პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ეს აჩენს შეკითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა, დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგჯერ პუტინი იყენებს ქვეყანაში რუსების ყოფნას ამ ქვეყანაში ჩარევისთვის. ვფიქრობ, უკვე ბევრი ქართველია შეშფოთებული საქართველოში რუსეთის ასობით ათასი მოქალაქის ყოფნით, რომლებიც გასულ წელს ჩამოვიდნენ.
ახლა ჩვენ გვესმის რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან, რომ შესაძლოა, კიდევ მილიონი ჩამოვიდეს პირდაპირი ფრენების გახსნის შემდეგ. ბატონ პუტინს თუ სურს, აჩვენოს, რომ ზრუნავს, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, შეცვლიდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას.
ეს იქნებოდა ნიშნები, რომელსაც ქართველები დააფასებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, რომელმაც 1989 წელს სცადა დაენგრია საქართველოს დამოუკიდებლობა.
მათ სცადეს ქართული ენის ჩაჩუმება 1978 წელს და საუკუნეების განმავალობაში შეურაცხყოფდნენ ქართულ ეკლესიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ეს არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას, ისევე როგორც ეს გააკეთა საქართველოს წინააღმდეგ 15 წლის წინ. სამიზნეში იღებს საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, ბავშვები აშორებს ოჯახებს.
უცნაურად ჩანს ეს ჟესტი სისხლიანი რეჟიმისგან, რომელიც იმას უკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა“, – განაცხადა დეგნანმა.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვზო მიმოსვლა აღადგინა და რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებებს პროვოკაცია უწოდა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვეა მოითხოვა.
მოგვიანებით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფრენების უფლებას ექნებათ იმ რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც სანქცირებულები არ არიან.
უახლესი
4 წუთის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა