საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ და არც პირიქით.
ჟოზეფ ბორელის მტკიცებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ხასიათდებოდა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს დარღვევები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოსწორებული და გამოძიებული.
„დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ, თუმცა არც ის უთქვამთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არ იყო. ამიტომ აუცილებელია გამოძიება, რათა გაირკვეს, რა მოხდა, რა მასშტაბის დარღვევებია და რა გავლენა მოახდინა ამან შედეგზე“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო გზას სთავაზობს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის, კერძოდ, უცხოური გავლენის შესახებ კანონისა და ასევე ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება.
ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონზე საუბრისას ბორელმა აღნიშნა, რომ „დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ჩვენს ევროკავშირის ოჯახში“.
უახლესი
14 საათის წინ
Chizzzy თბილისში პირველ კაფეს ხსნის14 საათის წინ
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა