დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების ფარგლებში, სახელმწიფო მიერ აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად დამატებით 65,0 მლნ ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებიდან ხდება ცნობილი.
მთავრობაში აცხადებენ, რომ საპენსიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი თანხის მოცულობა დაკავშირებულია ქვეყანაში გაცემულ ხელფასებთან.
მიმდინარე წელს დასაქმებულთა ანაზღაურება მოსალოდნელთან შედარებით მეტად გაიზარდა და შესაბამისად საპენსიო სქემის დასაფინანსებლად საჭიროა დამატებითი თანხის გამოყოფა.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის არსებულ ვერსიაში ამ მიმართულებით გათვალისწინებული თანხა 310 მლნ ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, 2023 წლის ბიუჯეტში დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება 375 მლნ ლარით განისაზღვრება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა