„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ყველაზე გაყიდვად მოდელებზე მომხმარებელს სპეციალურ ფასდაკლებებსსთავაზობს. Black fridy-ს ფარგლებში, 25-დან 30 ნოემბრამდე MAZDA CX60-ის შეძენა 39 000$-დან არისშესაძლებელი, ხოლო Mazda CX90-ის - 40 500$-დან. ორივე მოდელი პრემიუმ კლასისაა, აღჭურვილიათანამედროვე ტექნოლოგიებით და Miled Hybrid-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილები მუშაობს ბენზინისძრავაზე, რომელსაც ეხმარება ელექტროგენერატორი. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს წვისშემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. გარდა ამისა, ბევრად ნაკლებიაგამონაბოლქვის დონეც.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „MAZDA-ს ყველაზე გაყიდვად მოდელებზეუპრეცედენტო შეთავაზება მოქმედებს. აქციის მიზანია, მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომიგავხადოთ ჩვენი გამორჩეული მოდელები. CX60 აღჭურვილია 3.3-იანი უნიკალური Miled Hybrid ძრავით, 285 ცხენის ძალით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი, რომელიც აერთიანებს კომფორტისადა უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს. რაც შეეხება CX90-ს, წარმოდგენილია 3.3-იანი ძრავით, 345 ცხენის ძალით. ეს არის ყველაზე ძლიერი ძრავა, რომელიც MAZDA-ს დღემდე შეუქმნია. ავტომობილი არისსამრიგიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალურია თავგადასავლების მოყვარულებისთვის. მოხარულები ვართ,რომ ამ განსაკუთრებული მოდელების შეძენა ჩვენს მომხმარებლებს ახლა უკვე სპეციალურ ფასადშეუძლიათ. „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მზადაა, ახალ, მულტიბრენდულ შოურუმში უმასპინძლოს ავტომობილისმოყვარულებს“.
Mazda CX90 არის SUV ავტომობილი, დახვეწილი დიზაინით. აღჭურვილია უახლესი i-Activsense სისტემითა დაlane-control assistant-ით. Blind-spot Monitoring-ის (ბრმა კუთხის მონიტორინგის) საშუალებით უზრუნველყოფსმძღოლის თავდაჯერებულ და უსაფრთხო გადაადგილებას. ის შექმნილია უსაფრთხო მგზავრობისთვის. Smart Brake Support სისტემა იცავს ავტომობილს ყოველგვარი გაუთვალისწინებელი საფრთხისგან დაუზრუნველყოფს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ავტომობილის მონიტორინგსაც.
გარდა ამისა, ავტომობილს აქვს Apple Car Play და Android Auto-ს მხარდაჭერა, Head Up Display და 360 კამერა. MAZDA CX90-ში გადაადგილების სამი განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს: Sport, Comfort და Off Road. მოდელი აკმაყოფილებს პრემიუმ ბიზნესკლასის სტანდარტებს და, ამავდროულად, იდეალურია საოჯახომოგზაურობისთვისაც.
პრემიუმ კლასს განეკუთვნება CX60-ც, რაც გამოიხატება ინტერიერისა და ექსტერიერის სხვადასხვა დეტალში,მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებულ მოწინავე ტექნოლოგიებში, უსაფრთხოების სისტემებსა და სხვატექნიკურ მახასიათებლებში.
Miled Hybrid ვერსიაში პირველად ვხვდებით ახალ 3.3 ექვსცილინდრიან ძრავას. ასევე პირველად Mazda-სისტორიაში, ქროსოვერზე, AWD სისტემაში, ამძრავი და ძირითადი ძალის მიმცემი უკანა თვლებია.სიმძლავრის დარჩენილი ნაწილი ნაწილდება წინა თვლებზე, რაც განაპირობებს სიმძიმის ოპტიმალურგადანაწილებას ხიდებს შორის.
Mazda CX60-ის კიდევ ერთი უპირატესობაა სახის ამოცნობის ინოვაციური სისტემა, რომელიც ავტომობილისსალონშია დამონტაჟებული. ის ავტომატურად იღებს დამახსოვრებულ კონფიგურაციას მძღოლისამოცნობისთანავე. მუშაობის შეწყვეტისას კი ავტომატურად გასწევს სავარძელს უკან, რათა მძღოლსმანქანიდან გადმოსვლა გაუადვილოს.
საქართველოს ბაზარზე, Mazda CX60-ის Miled Hybrid და ბენზინის (skyctive) მოდელებია წარმოდგენილი. ამეტაპზე ფასდაკლება მოქმედებს Miled Hybrid მოდელებზე.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრითეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთიავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდისახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
უახლესი
1 საათის წინ
მანქანის ჩანაცვლების სერვისი ალდაგისგან1 საათის წინ
რამდენ პროექტს აერთიანებს „მეტროპოლის" პორტფელი