დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-მა IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამოაცხადა

ComCom-მა IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამოაცხადა

01-05-2024 18:20:00

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი "ნამდვილი თუ მოგონილი?!", რომელიც მიზნად ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის, ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს, IX, X და  XI კლასის მოსწავლეებისთვის გამოაცხადა. დაინტერესებულ მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობა 1 მაისიდან 15 ივნისამდე შეეძლებათ.

 

„ნამდვილი თუ მოგონილის?!" წესების თანახმად, მონაწილეებს ევალებათ, რომ აღმოაჩინონ მედიაში, მათ შორის, ინტერნეტში, ტელევიზიასა თუ ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდეგ კი, მათ სასურველი ფორმატით უნდა წარმოადგინონ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც კომუნიკაციების კომისია MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.

 

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი" უკვე ათჯერ, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებისთვის ექვსჯერ, ხოლო სტუდენტებისთვის ოთხჯერ წარმატებით ჩაატარა. დამატებით, ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!" პროექტის ფარგლებში 2400-ზე მეტი მოსწავლე და 900 სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა.

 

კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები