Coffeesta-ს ქსელის გაფართოებას განაგრძობს და ამ მიზნით დაინტერესებულ სუბიექტებს Coffeesta-ს ფრენჩაიზს სთავაზობს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფრენჩაიზის მფლობელი მიიღებს გამართულ ბიზნეს მოდელს Coffee Shop-ის ტიპის ობიექტის გასახსნელად.
თუმცა იმისთვის, რომ Coffeesta-ს პარტნიორი გახდეთ, რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო.
ობიექტების ოპერირება მოხდება საფრენჩაიზო ხელშეკრულებით, რომელიც ითვალისწინებს "Coffeesta"-ს ბრენდის ქვეშ Coffee Shop-ის ოპერირებას.
როგორც „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ საქართველოში Coffeesta-ს ქსელის კომერციულმა დირექტორმა მარიამ გრძელიშვილმა განუცხადა, Coffeesta საკუთარ ფრენჩაიზს გასცემს ყველა იმ მსურველზე, რომელიც შესაბამის პირობების დაკმაყოფილებას შეძლებენ და მათი რაოდენობა (თუ კი ისინი პირობებს დააკმაყოფილებენ) შეზღუდული არ იქნება.
მისივე განმარტებით, Coffeesta-ს ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 10 ფილიალი აქვს, საიდანაც ერთ-ერთი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს.
Coffeesta-ს დღეისათვის ფრენჩაიზით გაცემული აქვს ნებართვა ერთ ობიექტზე, რომელიც თბილისი, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს.
კომპანიის კომერციული დირექტორის განმარტებით, Coffeesta ფრენჩაიზის გაცემით დაინტერესებულია არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.
მარიამ გრძელიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც Coffeesta-მ Coffee Shop-ების გახსნაზე საჯარო შეთავაზება გააკეთა, საკმაოდ დიდი ინტერესი ფიქსირდება.
რაც შეეხება ყავის მაღალ ხარისხს, რისთვისაც Coffeesta-ს მომხმარებელი აკითხავს, ფრენჩაიზის შემთხვევაშიც შენარჩუნებული იქნება, რადგანაც ყავის მიმწოდებელი ყველა სახის ფილიალისთვის იქნება ერთი.
Coffeesta Coffee Shop-ების გახსნისთვის დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს 3 ფორმატს:
Coffeesta Express 10-50 m2 / Coffeesta Coffeeshop 50-150 m2/ Coffeesta Bakery 150 m2 + სავარაუდო ინვესტიცია ფორმატების მიხედვით: * Coffeesta Express - 90 000 ლარამდე * Coffeesta Coffee Shop - 130 000 ლარამდე * Coffeesta Bakery - 180 000 ლარამდე ინვესტიცია გულისხმობს: პროფესიონალურ ტექნიკას, ავეჯს, სარეკლამო მასალებს და დაბრენდვას , საბრუნავ სახსრებს. (გარდა რემონტისა).
აღსანიშნავია, რომ Coffeesta საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდანაა წარმოდგენილი.
უახლესი
12 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე14 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა14 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს