დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Coca-Cola Bottlers Georgia EYOF Bakuriani 2025-ის გენერალური სპონსორი და მთავარი მხარდამჭერია

Coca-Cola Bottlers Georgia EYOF Bakuriani 2025-ის გენერალური სპონსორი და მთავარი მხარდამჭერია

11-02-2025 09:04:00

Coca-Cola Bottlers Georgia ბაკურიანში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის EYOF Bakuriani 2025-ის გენერალური სპონსორი და მთავარი მხარდამჭერია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Coca-Cola Bottlers Georgia ავრცელებს. 

„EYOF Bakuriani 2025 დაიწყო დღეს ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიება გაიმართა. Coca-Cola Bottlers Georgia ოლიმპიადის გენერალური სპონსორი და მთავარი მხარდამჭერია. ღონისძიება სამ ქალაქში: ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში 16 თებერვლამდე გაგრძელდება. ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობს 1 000-მდე სპორტსმენი, მსოფლიოს 46 ქვეყნიდან“, - განმარტავენ Coca-Cola Bottlers Georgia-ში. 

9-16 თებერვალს ბაკურიანი EYOF Bakuriani 2025-ს მასპინძლობს, რომელშიც სპორტის 8 დისციპლინაში 45 ქვეყნის 2 ათასამდე სპორტსმენი იასპარეზებს.

ფესტივალზე სულ 8 ქართველი სპორტსმენი გამოვა სპორტის 3 სახეობაში. აქედან 6 სამთო მოთხილამურეა: ანასტასია მირიანაშვილი, ნელი უსტიმენკო, იასონ ვეზდენი, გიორგი ჯაფარიძე, ირაკლი ხერგიანი, გოგა გულედანი. ისინი სლალომში, გიგანტურ სლალომსა და გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები