ხაშმის საფერავზე მოთხოვნა იზრდება, ვცდლობთ, საექსპორტო ბაზრებზე პოზიცია ხარისხით შევინარჩუნოთ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს - კომპანია Gida Wine თანადამფუძნებელმა გივი ყვარელაშვილმა განუცხადა.
როგორც კომპანის თანადამფუძნებელი ამბობს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში რთველი 10 დღეში დაიწყება. გეგმავენ საკუთარი ვენახებში მიღებული მოსავლის გადამუშავებას, ხოლო ნაწილს ფერმერებისგან შეისყიდიან.
Gida Wine 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეღვინეობა მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ხაშმში. კომპანია აწარმოებს 5 პოზიციის ღვინოს, ხოლო სავიზიტო ბარათია ხაშმის საფერავია.
„ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ვართ 10-12 სხვადასხვა ლოკაციაზე. „8 000“ მოსავალში, სხვადასხვა ბარებსა და რესტორნებში“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
Gida Wine-ს ღვინოები იყიდება იტალიაში, გერმანიასა და აშშ-ში.
„ჩვენთვის საინტერესოა აზიის ბაზარი. არის ინტერესი იაპონიიდან და ჩინეთიდან“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
Gida Wine წლიური წარმადობა 25-30 ბოთლამდეა. როგორც მეწარმე ამბობს კომპანიის ცნობადობა გაიზარდა და გაყიდვების ზრდამ პანდემიის შემდეგ 10% შეადგინა.
„რაც შეეხება 2025 წლის გეგმებს, კომპანია წარმადობას იმ შემთხვევაში გახრდის, თუ პოტენციურ პარტნიორებთან ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწევს.
„ამ დროისათვის ვცდილობთ აზიის ბაზრებზე გასვლას.თუ სათანადო კონტრაქტს გავაფორმებთ 2024 წლის სეზონზე წარმადობას მნიშვნელოვნად გავზრდით“, -ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
უახლესი
12 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე14 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა14 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს