საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მყარი თანამშრომლობა გაგრძელდეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სსფ-სთან ძალიან მყარი თანამშრომლობა გაგრძელდეს პროგრამა იცით, რომ არ არის შეწყვეტილი, მაგრამ გაზაფხულიდან მისი მეორე მიმოხილვა გადაიდო. ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია სსფ-ს გუნდთან, ვიცით თუ რა მიმართულებებით უნდა ვიმუშაოთ, რომ პროგრამის აღდგენა -აქტივაცია დაჩქარდეს.
ერთ-ერთი მიმართულება ეს არის სებ-ის ინსტიტუციური და მისი დამოუკიდებლობის გაძლიერება. დღესდღეობით ჩვენი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ჩვენი დამოუკიდებლობა გარანტირებულია. მაგრამ ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ ინსტიტუციურად ჩვენი ორგანიზაცია. ამ თვალსაზრისით ვმუშაობთ გარკვეულ საკანონმდებლო პაკეტზე, ინიციატივებზე“, - აღნიშნა თურნავამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის სამწლიანი პრევენციული მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) ფარგლებში, 289 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, 2022 წლის ივნისში დაამტკიცა. ერთი წლის თავზე კი ფონდმა პროგრამა შეაჩერა.
უახლესი
12 საათის წინ
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნეს განათლების სერიებს12 საათის წინ
ფეროშენადნობების ექსპორტი 102%-ითაა გაზრდილი