დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენს ასორტიმენტში პროდუქციის 30% ქართულია, ვგეგმავთ მოვიძიოთ უფრო მეტი ადგილობრივი ფერმერი - „ჩემი მარაგი“

ჩვენს ასორტიმენტში პროდუქციის 30% ქართულია, ვგეგმავთ მოვიძიოთ უფრო მეტი ადგილობრივი ფერმერი - „ჩემი მარაგი“

15-02-2024 11:00:00

2023 წლის ბიზნეს გარემოს შეჯამებისას ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ Business Insider Georgia-ს ყურადღების ქვეშ მოექცა. დავინტერესდით რა გზა გაიარა კომპანიამ, რომელმაც მოკლე პერიოდში იდეა რეალურად მომგებიან ბიზნესად აქცია. ჩვენს კითხვებს შპს „რენეკო“-ს დირექტორმა ბესო დეკანოიძემ უპასუხა:

როდიდან ოპერირებს ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ ბაზარზე და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა სხვა ონლაინ პლატფორმებთან შედარებით?

“ჩემი მარაგი” 2020 წელს შეიქმნა იმ მიზნით, რომ მომხმარებლებს საშუალება ჰქონოდათ საოჯახო პროდუქტები და მარაგები ონლაინ შეეძინათ. დღეს 250 - მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი თხილეულის, ჩირეულის, მარცვლეულის, ბურღულეულს, ხილის, ბოსტნეულის, საკონდიტრო მასალების და სუნელების კატეგორიიდან.

განსაკუთრებით რითაც ვამაყობთ, არის ჩვენი ფასები და ხარისხი. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რომ მომხმარებლამდე სათითაოდ შემოწმებული და ხელით გადარჩეული პროდუქტი მივიდეს. ამასთანავე, გვინდა, რომ ყველაზე დაბალი და ხელმისაწვდომი ფასი შევინარჩუნოთ. „ჩემი მარაგი“ არის და უნდა დარჩეს ნებისმიერი ოჯახისთვის საუკეთესო შეთავაზებების მქონე კომპანიად.

ამ პირობის შესასრულებლად, დაარსების პირველივე დღიდან, ჩვენი მიტანის სერვისი არის სრულიად უფასო და მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, არ გვაქვს მინიმალური შეკვეთის ცნება. ნებისმიერი მოცულობის შეკვეთას საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგიტანთ.

მაქსიმალური კომფორტის შექმნისთვის, ჩვენთან შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია როგორც ვებ-გვერდზე, ასევე facebook მესინჯერით, ტელეფონით და ინსტაგრამზეც კი. ნებისმიერი დისტანციური არხით მზად ვართ გავცეთ პასუხი მომხმარებელს და მივიღოთ შეკვეთა. იგივე პრინციპი გვაქვს გადახდის პირობებთან დაკავშირებით: ადგილზე ნაღდი ფულით გადახდა, ტერმინალი, საბანკო გადარიცხვა, ონლაინ ბანკი - თავად ირჩევთ როგორი ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები.

თქვენს მიერ ონლაინ შეთავაზებული პროდუქტების რა ნაწილია ადგილობრივი და რა იმპორტირებული? ხომ არ გეგმავთ წარმოების დაწყებას?

დღეს „ჩემი მარაგის“ ასორტიმენტში წარმოდგენილი პროდუქტების 30% არის ქართული, ხოლო 70% იმპორტირებულია. კომპანიის მხრიდან დიდი სიფრთხილით ხდება ადგილობრივი, თუ საერთაშორისო მომწოდებლების შერჩევა, რომ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი მივიდეს მომხმარებლის კართან.
2024 წლიდან ვგეგმავთ მოვიძიოთ კიდევ უფრო მეტი ქართველი ფერმერი და მწარმოებელი, დავამატოთ ჩვენ ასორტიმენტში და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქტის რეალიზებას. ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ყველა სიახლის შესახებ ოპერატიულად ვაქვეყნებთ ინფორმაციას როგორც ვებ-გვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებში.

რომელ პროდუქტებზეა ძირითადად მოთხოვნა?

მოთხოვნადი პროდუქტები უფრო მეტად დამოკიდებულია კონკრეტულ თვეებსა და სეზონებზე.  თუმცა, ნიგოზი, ნუში, თხილი, ფინიკი, არაქისი, ლობიო, კარტოფილი და მაკარონი სეზონის მიუხედავად სტაბილური მოთხოვნით ხასიათდება.

ბოლო პერიოდში ინტერესის ზრდა შეინიშნება ეგზოტიკური ჩირეულის და თხილეულის მიმართაც. ვნების ჩირი, მაკადამია, კასტანია (იგივე ბრაზილიური თხილი) უამრავ შეკითხვას და გასინჯვის სურვილს იწვევს ხოლმე.

სტაბილური მომხმარებელი ყავს სუპერ-ფუდების კატეგორიასაც - ჩია, სელის თესლი, კინოა, კუსკუსი, გოჯი ბერი ჯანსაღი კვების მოყვარულებისთვის რეგულარული არჩევანია.

როგორ შეაფასებდთ კონკურენციას პროდუტების ონლაინ გაყიდების ბაზარზე და თქვენს კომპანიას რა ნიშა უკავია?

ონლაინ გაყიდვები ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი მიმართულებაა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით დააჩქარა პანდემიამ, რომლის დროსაც აქტუალური გახდა საკვები თუ სხვა საჭირო პროდუქტების ონლაინ შეძენა და მიწოდება.
შესაბამისად, ზოგადად ელ. კომერციის მიმართულებით კონკურენცია საკმაოდ დიდია, თუმცა „ჩემი მარაგის“ კონკურენტული უპირატესობებიდან და ასორტიმენტის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ისეთი ნიშა გვიჭირავს, რომ სერიოზული კონკურენტები ჯერ არ გვყავს. ირიბ კონკურენტებად განვიხილავთ სუპერმარკეტების ონლაინ გაყიდვების არხებს, მიტანის აპლიკაციებს, თუმცა მათი სპეციფიკა მაინც განსხვავდება ჩვენი შეთავაზებებისგან.

ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები? კორპორაციული შეკვეთები უფრო მეტია თქვენს პორტფელში თუ საცალო?

„ჩემი მარაგი“-ს ყველაზე ხშირი მომხმარებლები ქალბატონები არიან, რომლებიც საოჯახო მარაგების შევსებისთვის ბიუჯეტურ და კომფორტულ გზას ირჩევენ.

ბუნებრივია მამაკაცებიც ზრუნავენ მარაგების შევსებაზე, მაგრამ ტენდენცია გვაჩვენებს, რომ კაცების დიდი ნაწილი ხშირად უფრო სნექების კატეგორიას ეტანება - ფსტა, მარილიანი ნუში, არაქისის სახეობები, თხილეულის მიქსები.

ამჟამად შეკვეთების გაფორმება მხოლოდ ფიზიკურ პირებზეა შესაძლებელი, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ კორპორაციული გაყიდვების მიმართულების დანერგვაზე, და  განსაკუთრებული პირობების შეთავაზებას ვგეგმავთ პოტენციური პარტნიორებისთვის.

რამდენი დასახელების პროდუქტი შედის თქვენს კალათში და გაფართოებას ხომ არ გეგმავთ? ასევე ხომ არ გეგმავთ მაღაზიის გახსნას?

ასორტიმენტი ამჟამად მოიცავს 250-მდე დასახელების პროდუქტს, თუმცა მუდმივად მიმდინარეობს ახალი პროდუქტების დამატება. 2024 წლის იანვრიდან დავამატეთ 2 მსხვილი კატეგორია: ხილი და ბოსტნეული, რომლის ფარგლებშიც მომხარებლებს შევთავაზეთ ყველაზე მოთხოვნადი და ოჯახისთვის საჭირო პროდუქტები. გაგმის მიხედვით, მიმდინარე წლის მანძილზე 100-მდე დასახელების ახალი პროდუქით შეივსება ჩვენი ასორტიმენტი.

რაც შეეხება მაღაზიას, გასული წლის მანძილზე ამ მიმართულებით მკაფიო მოთხოვნა გამოიკვეთა და დავიწყეთ მაღაზიათა ქსელის პროექტის დამუშავება. იმედი გვაქვს, რომ პირველი მაღაზიის გახსნას წელსვე შევძლებთ.

2023 წელს როგორ შეაფასებთ კომპანიის საქმანობას? რა გამოწვევების წინაშეა თქვენი ბიზნესი?

ბრენდის ჩამოყალიბების და კომპანიის მომგებიანობის კუთხით 2023 წელი გარდამტეხი და განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. რეალიზაცია 500%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა ცნობადობის ზრდის კუთხითაც.

ვხედავთ, რომ ბაზრის პოტენციალი ჯერაც დიდია. სერიოზული სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი ასორტიმენტის ზრდის, სერვისის კიდევ უფრო დახვეწის, მიტანის დროის შემცირების მხრივაც. პრიორიტეტული საკითხია ქართველი მწარმოებლების სტიმულირება, შიდა წარმოების პროდუქტისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა.

დიდი გეგმები გვაქვს და იმედია შრომის, მონდომების ხარჯზე შევძლებთ ეტაპობრივად წავიდეთ წინ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები