კომპანიის ვენახებში მოწეული ყურძნისა და მიღებული ღვინომასალების ხარისხი განპირობებულია ვენახების ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „მეღვინეობა აგრიდა“- ს წარმომადგენელმა განუცხადა.
ამ დროისთვის კომპანიას პორტფოლიოში 33 დასახელების ღვინო აქვს, წარმოდგენილი ადგილობრივ ბაზარზე და საექსპორტო მიმართულების განვითარებასაც გეგმავს.
„მეღვინეობა აგრიდა, შილდაში ფლობს ქარხანასა და ვენახებს. საკოლექციო ჯიშებს. ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა ქინძმარაულის ზონა. 56 ჰექტარი უკავია საფერავისა და რქაწითლის ჯიშის ვენახებს. ასევე, მეღვინეობის ტერიტორიაზე გაშენებულია საკოლექციო ნაკვეთი 5 სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან“, - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია ასევე ფლობს ღვინის ქარხანას შილდაში, რომელიც ძველი ქართული აგურითა და ქვით მოპირკეთებული შენობა-ნაგებობა განთავსებულია 2036 მ2-ზე.
ტერიტორიაზე განლაგებულია: მიწისქვეშა სარდაფი განთავსებულია 7 მეტრის სიღრმეზე, 1000 მ2-ზე, რომელიც აღჭურვილია ღვინის შემნახველი ცისტერნებით, საკასრე სივრცეში ინახება 150 ცალი მუხის კასრი რომლებშიც ძველდება მაღალი ხარისხის ღვინო, ჭაჭა და ბრენდი. 120 ტონა საქვევრე მარანი, რომელშიც განთავსებულია უძველესი ქართული ტრადიციებით შექმნილი სხვადასხვა ზომის ქვევრი. 500 მ2-ზე არსებული სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია სრული კომპლექტაციით.
ყოველწლიურად ქარხანა 300-400 ტონა ყურძენს ამუშავებს და ჩამოსასხმელ ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე ყდის, ხოლო ექსპორტისთვის წარმოება და ჩამოსხმა ბოთლებში ხდება. კომპანია ასევე აწარმოებს ჭაჭასა და ბრენდს.
„ბოთლის ღვინოს ექსპორტისთვის ვაწარმოებთ, რაც ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. პირველები ვიყავით, ვინც ღვინო აფრიკის კონტინენტზე გაიტანა. ეს იყო ერთჯერადი შეკვეთა და 700 ბოთლი გავიტანეთ ექსპორტზე. ახლა მეღვინეობა აგრიდას ღვინო წარმოდგენილია ჩინეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და უკრაინაში“, -აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია ექსპორტის გაფართოებას გეგმავს და ცდილობს უფრო მასშტაბურად იყოს წარმოდგენილი ევროკავშირის ბაზარზე.
უახლესი
4 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები