დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა

ჩინეთში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა

03-01-2025 14:26:00

ჩინეთში, ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური „ფენნინ“-ი სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში შევიდა. უდიდესი ელექტროსადგური ჩრდილოეთ ჩინეთში, ქალაქ ჩენგდეში, ჰებეის პროვინციაში მდებარეობს. ამის შესახებ ჩინური მედია Xinhua იტყობინება.

ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტროსადგური, აღნიშნავს ოპერატორი China National State Grid. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 3,6 მილიონი კვტ-ია და იგი გათვლილია წელიწადში 6,61 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავებაზე. ენერგობლოკების პირველი ნაწილი ექსპლუატაციაშია 2021 წლიდან, რომელმაც დაახლოებით 8,62 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. 

მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ელექტროსადგური  დაზოგავს 480,800 ტონა ქვანახშირის ეკვივალენტურ საწვავს და ხელს შეუწყობს ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას წელიწადში 1.2 მილიონი ტონით, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის მიზნებში.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები