დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინელი ტურისტები განსაკუთრებით განსაკუთრებული მსყიდველუნარიანობით  გამოირჩევიან - მარიამ ქვრივიშვილი

ჩინელი ტურისტები განსაკუთრებით განსაკუთრებული მსყიდველუნარიანობით გამოირჩევიან - მარიამ ქვრივიშვილი

17-01-2025 15:00:00

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით გლობალური ტურიზმის ტენდენციებს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმარი იყო. 

ქვრივიშვილის თქმით, ჩინეთი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ბაზარს. 

„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით გლობალური ტურიზმის ტენდენციებს და თქვენ თუ ხედავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტურიზმის მდგენელებს ნახავთ, რომ ჩინეთი ყველა ამ ქვეყნისთვის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ბაზარს. ჩინელი ტურისტები განსაკუთრებით გამოირჩევიან განსაკუთრებული მსყიდველუნარიანობით. ისინი შედარებით გრძელი პერიოდით მოგზაურობენ. საშუალო ღამისთევები განსხვავებით სხვა  ქვეყნებისგან უფრო მეტი აქვთ და აქედან გამომდინარე უფრო მეტრი წვლილი შეაქვთ ქვეყნების ეკონომიკების გაძლიერებაში. ჩვენი სტრატეგია ტურიზმში არის ხარისხის უპირატესობა. ჩვენ გვინდა მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტი, რომელიც ჩამოვა, დახარჯავს მეტ ფულს ჩვენს ქვეყანაში, დარჩება ადგილობრივ სასტუმროებში, ესტუმრება ადგილობრივ რესტორნებს,გამოიყენებს ადგილობრივ გიდებს, ტრანსპორტს, მძღოლს რაც პირდაპირი და არაპირდაპირი გაძლიერებაა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები